რა თემებზე ისაუბრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში

საბანკო რეგულაციები და „თიბისი ბანკის“ საქმე – ამ თემებზე ისაუბრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში. სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთში დაიწყება. კობა გვენეტაძე საკანონმდებლო უწყებაში ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატებს შეკითხვები სწორედ ამ ორი მიმართულებით აქვთ მომზადებული.

სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.