რა სტრატეგიას ირჩევს ოპოზიცია – შეფასებები

18:21, 15.04.2026

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება. ბოკუჩავამ, განაცხადა რომ პეტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც საქართველოში ქართულმა ოპოზიციამ ვერ შეძლო. მისი თქმით, მადიარმა უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით – ორბანი. თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოპოზიციაში, შესაძლოა, არის ერთობლივი მესიჯის პრობლემა, ოპოზიცია არ ცდილობს, შევიდეს ამ მოედანზე და საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ არ არიან უღმერთოები და ურწმუნოები.
ოპოზიციის გზავნილებს, სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.

მსგავსი