რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში

დღეიდან, 23 მაისიდან, გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი, სამკაციანი შეზღუდვა ავტომანქანებში, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. ამუშავდა მომსახურების ობიექტების ნაწილი, გახსნილია სასაფლაოები.

ქვეყნის მასშტაბით, კონტროლის მექანიზმი შემსუბუქდა, თუმცა გარკევული წესები ისევ ძალაშია. დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში.

ჯერჯერობით შეზღუდულია საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის საქალაქთაშორისო.

ტაქსებში სამ ადამიანზე მეტის ყოფნა,  რესტორანში/ბარში/კაფეში ადგილზე კვებით მომსახურება, მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე საქმიანობენ, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გამონაკლისია ონლაინვაჭრობა.

სასტუმროების ფუნქციონირება შეზღუდულია, ამასთან, დაკეტილია სპორტული და კულტურული ობიექტები, იზღუდება აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოებაც, დისტანციური რეჟიმის გარდა.

შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე ან ქელეხი. ეკონომიკური საქმიანობა კი, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში, არა უმეტეს 10 პირის დაშვებით. ამასთან, ჯერ ისევ არ ფუნქციონირებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

დატოვე კომენტარი