რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში - პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება: „საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით”.

რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში – „აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი