რა შედეგით დასრულდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

შეუსრულებელი ვალდებულებების შეხსენება გაერო-ს ტრიბუნიდან რუსეთს არ მოსწონს და განცხადების გავრცელების შემდეგ ლავროვის მოადგილე მამუკა ბახტაძეს პრაღაში აკრიტიკებს.

დღეს ჩეხეთის დედაქალაქში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია, მაგრამ როგორც წესი, ამ თემატიკას ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე, მხარეები სცდებიან.

ზურაბ აბაშიძეს და გრიგორი კარასინს ქეთევან ქარდავა ესაუბრა.