რა საკითხებზეა ​გამახვილებული ყურადღება აშშ-ის ახალ ბირთვულ დოქტრინაში

13:34, 03.02.2018

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ახალი ბირთვული დოქტრინა  გამოაქვეყნა. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზეა გამახვილებული. დოქტრინაში წერია, რომ რუსეთი ბირთვული არსენალის განახლებას ცდილობს, რითაც საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ვაშინგტონი რუსეთსა და ჩინეთს ოპონენტებად არ განიხილავს და პირიქით, მათთან სტაბილური ორმხრივი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ,  რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ბირთვული არსენალის მოდერნიზებას.

 

 

მსგავსი