რა საკითხებზე ისაუბრა გიორგი მარგველაშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე

ნატო-მ და ევროკავშირმა კარი უნდა გაუღონ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არიან ჩართული, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.

ფორუმში, საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში ქვეყნის როლზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო, ნათელი, რაციონალური პოზიციის და პასუხების დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.