რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული აგრესია და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, – ამ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრებს.
მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73 სესიაზე, სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებშიც.
ასევე, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, რა დროსაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განიხილავენ.