რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას

ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია – ეს ის საკითხებია, რომელზეც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, ყურადღება გაამახვილა და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაში არსებულ მსგავსებებზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ბრიგადის ოფიცრებსა და სერჟანტებს პირადად გაესაუბრნენ.   შვედეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი 2019 წელს “ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება.

სტუმრებმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერეს.