რა საკითხებს განიხილავენ აბრეშუმის გზის ფორუმზე

ერთი დღე აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნამდე. მონაწილეთა ნაწილი უკვე საქართველოშია. ღონისძიებას 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები, ყაზახეთისა და სლოვენიის ვიცე-პრემიერები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები.

რა თემებზე იქნება საუბარი ფორუმზე, ამას ახლა სანდრო ჯუფალაკიანი გვეტყვის.