რა საკითხებს განიხილავენ აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე

საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელზეც რუსეთს ხელი ჯერ არ მოუწერია, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. საუბარია კონტრაქტზე, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას გულისხმობს.

პრაღაში ჩანიშნულ შეხვედრამდე 3 დღით ადრე, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, მოამბესთან ინტერვიუში განსახილველი საკითხების და მოლოდინების შესახებ საუბრობს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის მიდგომები ნათლად მიუთითებს, რომ ახლო პერსპექტივაში სერიოზულ და დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლის თავზე, უმჯობესია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის გზებზე ორივე მხარემ თანაბრად იფიქროს. საჭიროა ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებაც, რაში ჩართვის სურვილიც პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა.