რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე

იგეგმება თუ არა პარტიული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები მინისტრთა კაბინეტში?! – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა მთავრობაში შესაძლო ცვლილებებზეც იმსჯელეს, საქმე განათლების მინისტრს ეხება. დეტალები ვოლსკის არ დაუკონკრეტებია და თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება პრემიერის პრეროგატივაა და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ამის შესახებ სწორედ ის ისაუბრებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, უმრავლესობიდან რამდენიმე წევრის გასვლის შესახებ, ვოლსკის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დატოვებას მისი თანაგუნდელები არ აპირებენ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გუშინ გაიმართა.