არსებობს თუ არა პროგრესი უკრაინის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში – რუსეთთან გამართული რამდენიმე შეხვედრის შედეგები ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის წარმომადგენელმა პარიზში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს გააცნეს. აშშ-ს შედეგის მიღწევა და ცეცხლის შეწყვეტა უახლოეს კვირებში სურს, რაც სახელმწიფო მდივნის განცხადებამაც დაადასტურა. ვაშინგტონს აჩქარებაზე მიუთითებს გუშინდელი შეკრების მასპინძელი საფრანგეთი, რომელიც დიალოგის გაგრძელების მომხრეა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში ევროპის როლის ხაზგასმას ცდილობს. პარალელურად ტრამპის წარმომადგენელი მოლაპარაკების პროცესის გარკვეულ დეტალებს ასაჯაროებს. დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიშები არ წყდება.