რა ობიექტები გაიხსნა დღეს და ვინ როგორ იცავს სავალდებულო ნორმებს

დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნა.

დილიდან მომხმარებლებს იღებენ სავაჭრო ცენტრები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები, ასევე გაიხსნა რესტორნებისა და კაფე-ბარების ღია ნაწილი და ბაზრობები. თუმცა, გაწერილია მკაცრი რეგულაციები, რომელთა დაცვა სამუშაო პერსონალს და მოქალაქეებს მოუწევთ. სხვა შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული, არ არის გამორიცხული, რომ წესების იგნორირებას კონკრეტული ობიექტის დახურვაც მოჰყვეს.

შეზღუდვების უმეტესი ნაწილის მოხსნიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მზარდ რისკებზე აფრთხილებენ და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანაში შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების საჭიროება არ დადგეს.