რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას

21:10, 10.02.2018

ემუქრება თუ არა საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო რეჟიმს საფრთხე. საგარეო საქმეთა მინისტრი გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, მაგრამ მთავრობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

2016 წელთან შედარებით, 2017-ში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 35 პროცენტით არის გაზრდილი. ევროპის ქვეყნებში ასევე მომატებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობაც.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნას – ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.

თამარ წიკლაური დეტალებით.

 

მსგავსი