რა მოხდა 15 წლის წინ კოდორში

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 15 წლისთავზე კვლავ აქტუალურია კითხვა, რა მოხდა კოდორში 2008 წელს – ამის შესახებ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა ილაპარაკა.

აგვისტოს ომის დროს ის კოდორის ხეობაში საბრძოლო დავალებით იმყოფებოდა. სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, კოდორის დაცვა შესაძლებელი იყო, თუმცა იმ პერიოდში თავდაცვის უწყებაში მართვა და კონტროლი მოშლილი იყო. ქურასბედიანი განმარტავს, რომ შესაძლებელი იყო ხაიშისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი გზების ჩაკეტვა.

ქურასბედიანი ამჟამად უკრაინაში იმყოფება და რუსეთის წინააღმდეგ ომში, „საერთაშორისო ლეგიონში“ შემავალ ქართულ ასეულს მეთაურობს.