რა ხარვეზებზეა ყურადღება გამახვილებული რელიგიის საკითხთა სააგენტოს ანგარიშში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი 2016-2017 წლებს მოიცავს და მასში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზეა საუბარი, ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილებისა და თავისუფლების კუთხით უფლებების დარღვევაზე.

ღონისძიებას საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, მიწვეულ სტუმრებს ანგარიში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ გააცნო, შეხვედრაზე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა რელიგიის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.