დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მთავარი თემა სირიისა და უკრაინის კონფლიქტები იქნება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან აუდიენციის ფარგლებში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხიც განიხილება.
ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა 2017 წლის ივლისში დიდი ოცეულის სამიტის დროს ჰამბურგში შედგა. მორიგი შეხვედრა 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკშია ჩანიშნული.