რა გახდა ზესტაფონში უბედური შემთხვევის მიზეზი

ზესტაფონში ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი შვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. უბედური შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ბინა დალუქულია.