უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - უსაფრთხოების ნორმები

რა გახდა ერთი დღით ადრე გახსნილ შადრევანში შემზარავი ტრაგედიის მიზეზი – გამოძიების დასრულებამდე ცნობილია მხოლოდ ის, რომ გახსნამდე ობიექტი თავისი განათებით აგვისტოდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ გაცემული იყო ექსპერტიზის დადებითი დასკვნაც, რომლის მიხედვით შადრევანი უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მერიაში ორი ტენდერი ჩატარდა: ერთი სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად და მეორე – პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად. როგორც პროექტი, ასევე ჩატარებული სამუშაოები მერიის შესაბამისმა სამსახურმა საექსპორტო კომპანიის დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა. ძიებამ უნდა დაადგინოს, შეესაბამებოდა თუ არა შესრულებული სამუშაოები პროექტში გაწერილ პირობებს, იყო თუ არა ყველა შესაძლო რისკი დაზღვეული და რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ.