რა გახდა ტყიბულის გარემოპოვების კარიერზე მუშების გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა 2 მუშის გარდაცვალების მიზეზი ტყიბულში. გარემოპოვების კარიერზე დასაქმებულების ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე მუშა საშველად ჩავიდა და ჰაერის უკმარისობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ირმა ჭოლაძე დეტალებით – გაკეთდა თუ არა განმარტება, იმ კერძო კომპანიის მხრიდან, სადაც გარდაცვლილები იყვნენ დასაქმებულები.