რა გახდა მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი. მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის განცხადებით, კლინიკაში ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო.
ბაკა თავხელიძის თქმით, პატიმარი კლინიკაში გუშინ, საღამოს შეყვანიდან, დაახლოებით ორ საათში დაიღუპა. ყელის არეში მას ჭრილობა აღენიშნებოდა. საპატიმროდან ჰოსპიტალში გადაყვანამდე კი, კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული ა.ც. სასჯელს N მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა და როგრც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას, თვითდაზიანება მიიყენა.
მომხდარზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. საკითხს სწავლობს სახალხო დამცველის ოფისიც.