რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას - შეფასებები

რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას. საკითხზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. კანონმდებლები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რეზიდენციაში შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

სამუშაო ჯგუფში შვიდი დეპუტატია, მათ შორის, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ჯგუფს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.