რა ფორმით შემუშავდება საპარლამენტო უმრავლესობის ქცევის კოდექსი

როდის და ზუსტად რა ფორმით შემუშავდება საპარლამენტო უმრავლესობის ქცევის კოდექსი, ჯერ უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთსულოვნებასა და დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ კორექტულობას უზრუნველყოფს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეთიკის ნორმების შემუშავებაში უმრავლესობის ყველა წევრი ჩაერთვება და ყველას ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელსაც გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ორივე მხარე ელოდება, სოფო კილაძის თქმით, ის მაშინ გაიმართება, როდესაც თბილისში სხვადასხვა ვიზიტად მყოფი უმრავლესობის ყველა დეპუტატი დაბრუნდება.