რა ბედი ელის ავლაბრის სასახლეს

რა ბედი ელის პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს, –  ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი პირველი შეხვედრას სამშაბათს გამართავს. კანონმდებლები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ. სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც რეზიდენციაში, შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

სამუშაო ჯგუფში შვიდი დეპუტატია, მათ შორის, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ჯგუფს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.