რა ბედი ელის აია-სოფიას, გადაკეთდება თუ არა მეჩეთად მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება - მსოფლიო ლიდერებისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის შეფასებები

ბიზანტიის იმპერიის მთავარი საკათედრო ტაძარი და სტამბოლის სიმბოლო შესაძლოა მეჩეთად გადააკეთონ.

აია-სოფიასთან დაკავშირებული ინიციტივა თურქეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. საკითხს თურქეთის სასამართლო სწავლობს და განაჩენი რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი. მანამდე კი მსოფლიოს რელიგიურმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა თურქეთის მთავრობის გეგმა უკვე მწვავედ გააკრიტიკეს. მსოფლიო პატრიარქის შეფასებით, ეს ნაბიჯი მილიონობით ქრისტიანს გაანაწყენებს. აღშფოთება არ დამალა საბერძნეთის მთავრობამაც, რომელმაც თურქეთის ხელისუფლება ნაციონალიზმისა და რელიგიური ფანატიზმის გაღვივებაში დაადნაშაუალა. აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვს აშშ-იც.