ქვიშხეთი – ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდა

15:05, 19.11.2017

ქვიშხეთი – ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულებულია.

სამუშაოები რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აშენდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი გვირაბი, რაც თბილისი- ბათუმის მარშრუტს ერთი საათით შეამცირებს.

პროექტის ფარგლებში ექვსი ახალი გვირაბი შენდება და კიდევ ოთხის რეაბილიტაცია იგეგმება.

ქვიშხეთში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მსგავსი