ქვიშის რაგბის ტურნირი
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 15 გუნდი მონაწილეობდა. პროფესიონალთა კატეგორიაში ჩემპიონობა ფოთის გუნდმა მოიპოვა. ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.