ქვიშის რაგბის ტურნირი თავდაცვის ძალებში დასრულდა

15:35, 24.09.2025

თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა. გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამეზე. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ გადასცა.
თავდაცვის ძალებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები აქტიურად ტარდება. მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

 

მსგავსი