ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია – ღამით დენი მთელ საქართველოში ავარიულად გაითიშა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
„მომხდარის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.