ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ცენტრი შენდება ლანჩხუთში. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი, გურიის გუბერნატორთან ერთად.

წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება.