ქვეყნის განვითარების სტრატეგია – შეხვედრა პრემიერთან

15:05, 09.11.2025

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად განიხილა. ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. ამასთან, თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.

მსგავსი