ქვეყნები ევროკავშირის წევრობის მოლოდინში

ევროკავშირის სამიტი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.

ოთხსაათიანი მოლაპარაკებების დროს მათი ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, თუმცა დადასტურდა მზადყოფნა მოლაპარაკებების გასააქტიურებლად. რეგიონში წევრობის კანდიდატის სტატუსი ოთხ ქვეყანას აქვს მინიჭებული, ბოსნია-ჰორცოგოვინა კი ჯერ ისევ კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. სამიტზე მწვავე კრიტიკა ისმოდა ბულგარეთის მისამართით, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ბლოკავს. დღეს ბულგარეთის პარლამენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროინტეგრაციაზე ვეტოს მოხსნას მხარი დაუჭირა, თუმცა სანაცვლოდ სკოპიეს გარკვეული პირობები წაუყენა.

დატოვე კომენტარი