ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება 

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ეპიდ-სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებაზე აფრთხილებენ.

დღეში საშუალოდ „კოვიდ-19“-ის 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. „ომიკრონი“ ნელ-ნელა ძალას იკრებს და დომინანტი შტამი ხდება, რასაც ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა და ზამთრის კურორტებზე დარღვეული რეგულაციებიც უწყობს ხელს. დამძიმებული სურათი ჰოსპიტალურ სექტორზე საბედნიეროდ, ჯერ დრამატულად არ ასახულა. თუმცა, კოვიდ-საავადმყოფოები მოსალოდნელი დატვირთვისთვის ემზადებიან. საკმაოდ მაღალია დაინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალშიც. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, პანდემიის მეექვსე ტალღის ყველაზე მწვავე ფაზა თებერვლის დასაწყისში იქნება.