ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს ხუთი გვირაბის მშენებლობას და ექვსი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ასევე ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობას, რაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბია, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით გაიჭრა.
თეონა მაჭარაშვილისა და რამაზ ნატროშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები