ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური კომპანია ააშენებს.

ჩინეთის რკინიგზის 23-მე ბიუროსთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის, ანუ მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე დიდი დიამეტრის გვირაბი იქნება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროექტი სამხედრო და პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს.