ქვესადგურ „წყალტუბო 500“ მშენებლობა დასრულდა

21:30, 16.12.2024

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ასევე ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ 19.8 მლნ. დოლარი შეადგინა.

მოამბე

მსგავსი