ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მოწმეებისა და დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში ამ წუთებში მოწმეებისა და დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს. დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები დღეს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სამართალდამცავების განმარტებით, ის გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც,   საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, თემურ აბაზოვის დაკავების გარდა, მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში კიდევ სამი პირია მიცემული.

პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან 2 საკრებულოს მოქმედი წევრია, მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“.