ქვემო ქართლის აგროპროდუქტი – ფერმიდან ექსპორტამდე

21:25, 15.08.2026

„აგრარული სკოლა კავკასია“ დმანისში, სასოფლო-სამეურნეო კომპანია და სასურსათო ქარხანა მარნეულში – სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლში მოქმედ მეცხოველეობისა და აგროპროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებს სტუმრობდა.

სოფელ სარკინეთში მდებარე სკოლამ პირველი სტუდენტები 2021 წელს მიიღო და მათ ფერმერისა და რძის პროდუქტების წარმოების პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. მარნეულის სასურსათო ქარხანა კი 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის.

მსგავსი