„ქვების მისტერიები“ - სალომე ქობულაშვილის გამოფენა

გალერეა „შარდენში“ სალომე ქობულაშვილის სოლო გამოფენა – სახელწოდებით „ქვების მისტერიები“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე ქართველი მოქანდაკისა და სამკაულების დიზაინერის მიერ შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა. მასალად ხელოვანმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული ავთენტური მინერალური და ძვირფასი ქვები, ბრინჯო, ვერცხლი და თიხა გამოიყენა. გამოფენის დათვალიერება მსურველებს გალერეა შარდენში 9 დეკემბრამდე შეეძლება.