ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ლეღვთახევში

აბანოთუბნის ტერიტორიაზე, „ლეღვთახევის“ ხეობაში ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ეწყობა. ეს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღეს. პროექტის ღირებულება ექვს მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ პერიოდში ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული იქნება.