ქვაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორია
გამოფენა ღია ცის ქვეშ და ქვაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორია. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ სნოში ფერდობზე შეფენილი ქანდაკებები შეგხვდებათ. გამოფენის ავტორმა, მერაბ ფირანიშვილმა თითოეული ქვა თავად იპოვა და ქართველი მეფეების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახეები გააცოცხლა. მოქანდაკე ქვისა და გრანიტის უზარმაზარ ლოდებზე 1984 წლიდან მუშაობს. გამორჩეულ ნამუშევრებს მალე კიდევ ერთი, ერეკლე მეფის ქანდაკება შეემატება.
ანა მასხარაშვილისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბე