ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

გენერალ სამსონ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია. რვათვიანი გამოძიების შემდეგ, გიორგი ჭანტურია მეორედ დააკავეს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე საუბრობს, რომ ჭანტურია ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე დააკავეს. ამის საფუძველი კი ახლადგამოვლენილი გარემოებებია, მათ შორის ფარული ჩანაწერი.

გენერალი, მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილე 15 იანვარს მოკლეს. ჭანტურია მაშინაც დააკავეს, თუმცა ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ჭანტურიას მამის სახლში მიმდინარეობდა.