ქუთაისში, თეთრ ხიდზე მინა კვლავ დაზიანდა

ქუთაისში ერთი წლის წინ რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე მინა კვლავ დაზიანდა. ხიდზე ერთ-ერთი პანორამული მინა მთლიანად დაბზარულია. ამ დროისთვის ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის განთავსებული. მერიის ინფორმაციით, საქმე შესასწავლად პოლიციას გადაეცა. ხიდზე მინა რეაბილიტაციის შემდეგ წელს მეორედ დაიბზარა. პირველ ჯერზე, მერიის ინფორმაციით, მინა ბავშვებმა დააზიანეს. თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა. სამუშაოებზე დაახლოებით 400 000 ლარი დაიხარჯა. არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, მერიამ კომპანია დააჯარიმა.