ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში. მერიის ინფორმაციით, ავტოქარხნის დასახლებაში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა და „სპეცსერვისების“ თანამშრომლები ამ წუთებში წერეთლის და ფოთის ქუჩებზე მუშაობენ.

წყალი სახლებში და სარდაფებში შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, იმერეთის რეგიონში სხვა ნაგებობებთან ერთად, წყალი შევიდა სამ სამედიცინო დაწესებულებაშიც. ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყლის ნაკადი ვერ გაატარა, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

დატოვე კომენტარი