ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა. მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, რა დროსაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.