ქუთაისში, სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ. შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.