ქუთაისში საოპერო ფესტივალი დასრულდა

ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის დიდი თეატრის სოლისტი ვლადისლავ პიავკო ჩამოვიდა, გალა-კონცერტს სტუმრობდა ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერიც.

დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტმა, რაულ მელომ, დიდი თეატრის სოლისტმა ალექსანდრ კირეევმა, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს აკადემიური მუსიკალური თეატრის სოლისტებმა ლარისა ანდრეევამ, მარია პახარმა და ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტებმა და გუნდმა.

ორკესტრს რევაზ ჯავახიშვილი და ლევან ჯაგაევი დირიჟორობდნენ.

საოპერო ფესტივალი 16 სექტემბერს რუჯერო ლეონ კავალოსჯამბაზებით“ გაიხსნა.