ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბოლო სხდომა ჩატარდა

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბოლო სხდომა ჩატარდა. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ კანონმდებლებმა შენობა დატოვეს, რომელიც უკვე შინაგან საქმეთა სამინიტროს დაქვემდებარებაში გადავა. ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისიდან გადასვლაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მანდატურებს, რომლებსაც, მისი განცხადებით, რთული სასესიო პერიოდი ჰქონდათ. სესიები ამიერიდან თბილისის პარლამენტის შენობაში ჩატარდება.