ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა

ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება. გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მონაწილეობდა, რომელმაც სტუმრებისთვის, ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე აგებული პერფორმანსი წარადგინა.

ცერემონია ქუთაისის საოპერო გუნდმა დაასრულა.